"საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ახალგაზრდა კაცი სხვებს ასწავლის, როგორ უნდა გათიშონ გოგო.
ბაია პატარაია წერს, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯება.
"ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამო***ეულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო.
ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს.
დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვამხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით"- წერს პატარაია.