საქართველოში რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

სომხეთიდან საქართველოში მომავალი რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი ქვეყანაში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

რომანოვი წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარზე თითქმის ექვსი საათის განმავლობაში "მახეში" ჩააგდო და ბოლოს არ შემოუშვა. 

"დოკუმენტში ჩამოთვლილია უარის ყველა შესაძლო მიზეზი:

  • დოკუმენტების არასრული ნაკრები;
  • არასწორი დოკუმენტები;
  • საქართველოში პირის ყოფნის საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის;
  • პირს არ გადაუხდია ჯარიმა, არ აქვს დაზღვევა, მისი ყოფნა არასასურველია საერთაშორისო პოლიტიკის გამო, დაარღვია საქართველოში უცხოელების მიმართ არსებული წესები ან აპირებს მათ დარღვევას;

სინამდვილეში საქართველოში შესვლაზე უარი მითხრეს შემდეგი მიზეზის გამო:

ვფიქრობ, საქმე ჩემს რეპორტაჟებშია, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე გადავიღე, როცა ხალხი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მიდიოდა. ერთი ქართველი ოლიგარქისთვის მიშა, ქვეყნის ნახევარ განაკვეთზე ჩრდილოვანი მმართველი, ყელის მთავარი ძვალია",- წერს ბლოგერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი