კლუბმა Sector 26, ბათუმში, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა

გამოქვეყნდა:

ბათუმში მდებარე კლუბმა Sector 26 მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა. ინფორმაცია თავად კლუბმა 
სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგოტიძეს გაუქმდა! ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, კლუბმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგი გოგიტიძე 29 ივლისს სოჭში, 6 აგვისტოს კი მოსკოვში კონცერტებს გამართავს. თავად მეგი გოგიტიძე კი ამტკიცებს, რომ "პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მღერის"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი