"მერიამ ასწლოვანი ჭადრები პალმებად გადააკეთა" | გადაჭრილი ხეები ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მერიის მიერ გადაჭრილმა ჭადრის ხეებმა, ქუთაისელები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ქალაქის მერიამ ასწლოვანი ხეები პალმებად გადააკეთა.

"ქუთაისის მერიამ ასწლოვანი ჭადრები პალმებად გადააკეთა" - წერს სოც. ქსელის მომხმარებელი ვატო ნებიერიძე.

"როცა ბათუმში გინდა, მაგრამ ძვირი გიჯდება" - წერს სოც.ქსელის მომხმარებელი გიორგი შამუგია.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ჭადრების გადაბელვის გამო, ორი დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი