პროკურატურა ბაღდათელებს მიწების მისაკუთრებას ედავება - სოლიდარობის აქცია ქუთაისის სასამართლოსთან

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, ბაღდათში მცხოვრებლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

კურორტ საირმეს მიმდებარედ მცხოვრებ 7 ოჯახს პროკურატურა მიწების თაღლითური სქემით მისაკუთრებას ედავება და საქმეზე ადგილობრივებს ბრალიც წარუდგინა. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მიწები საჯარო რეესტრის დახმარებით დაუმტკიცეს და კანონი არ დაურღვევიათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულების მორიგი პროცესი გაიმართა, რომლებსაც ადგილობრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს  6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ბრალდებულებს სოლიდარობა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერებმა გამოუცხადეს.

"პროკურატურა ცდილობს, ადგილობრივ ოლიგარქს დაეხმაროს მიზნის მიღწევაში და უდანაშაულო ადამიანებს მამაპაპისეული მიწები ძალით დაათმობინოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან - 9 წლამდე ციხე ემუქრებათ.
მესაკუთრეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად დღეს ქუთაისში ჩამოვედით, რათა სისტემისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ხალხი მარტო არ იბრძვის"- აცხადებენ პარტიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი