აფხაზეთის ხელახალი ანექსია და სამოქალაქო დაპირისპირება აფხაზებს შორის. მოსკოვთან გაფორმებული ხელშეკრულებით თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა რუსეთს ბიჭვინთის დაცული ტერიტორიის 185 ჰექტარი გადასცა.
სოხუმსა და გულრიფშში უკმაყოფილება ხმამაღალ პროტესტში გადაიზარდა, რასაც თვითგამოცხადებული პრეზიდენტის დაცვასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებების სერია მოჰყვა.