"მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან და არც ცალ-ცალკე. სხვადასხვა დედაქალაქში არ მსმენია ომში ჩართვის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს. თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში".
- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.