“ნუ გვიწამლავთ შვილებს” | ქუთაისში, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აქციას აანონსებს

გამოქვეყნდა:

“ნუ გვიწამლავთ შვილებს”, - ქუთაისში, “ავანგარდისა” და “პასილოკის” მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმო “ამბიკონ სტილსი” ღამის საათებში დარღვევებით მუშაობს და ქარხნის გამონაბოლქვი მოსახლეობას წამლავს.

“მოგვეცით სუნთქვის უფლება”, - ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები მეტალურგიული ქარხნის მუშაობას გააპროტესტებენ.

“ვისთვისაც საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა სულერთი არ არის, გამოდით კვირას, 24 ივლისს, 14:00 საათზე მეტალურგიული ქარხნის შესახვევთან (ავანგარდი/პასელოკის ბოლოს, ლიანდაგთან). ერთად ვაიძულოთ მახრჩობელა ქარხანას დააყენონ ფილტრები და მოაწესრიგონ სავენტილაციო სისტემა”, - ამბობს მოსახლეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი