"არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და ვკვდები ქალი" | ხმაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხმაურია - პაციენტი ექიმებს უყურადღებობასა და გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

57 წლის ნაზიბროლა გელაშვილი ამტკიცებს, რომ მას 4 მაისს თიაქარის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მეორე ოპერაციის გაკეთება თბილისის კლინიკაში დასჭირდა.

ნაზიბროლა გელაშვილი კლინიკიდან 2 დღის წინ გამოწერეს, გუშინ გვიან ღამით კი შეუძლოდ გახდა. ის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს დილით სასწრაფომ შეიყვანა თუმცა, მედიკოსებმა კლინიკაში არ მიიღეს და დედაქალაქში გადაამისამართეს.

"ჰოსპიტალს ვაკისრებ პასუხიმგებლობას ჩემ დამძიმებაში. არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და ვკვდები ქალი. რეანომობილსაც არ იძახებენ, რომ თბილისში გადამიყვანონ. დამეხმაროს ვინმე",-ამბობს პაციენტი.

ოჯახმა ცოტა ხნის წინ ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახა თუმცა, როგორც ამბობენ, სამართალდამცველებმა ისინი რეაგირების გარეშე დატოვეს. ჰოსპიტალში განმარტებები არ გაკეთებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი