რაჭის ტყე დავით ხიდაშელს | პროკურატურა მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს უყადაღებს

გამოქვეყნდა:

მილიარდი კვადრატული მეტრი რაჭის ტყე დავით ხიდაშელისთვის საკმარისი არ არის. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრის სასარგებლოდ ახლა მოქმედებას პროკურატურა იწყებს.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენისთვის ნაჩუქარი 100 ათასი ჰექტარის მეზობლად ადგილობრივი გლეხების საკუთრების კანონიერებას სწავლობს.

რაჭველები ყვებიან, რომ ხიდაშელი მათთვის ნაკვეთების ჩამორთმევას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობა ამას არ შეეგუება. პროკურატურამ ამ დროისთვის უკვე 40-მდე მიწის ნაკვეთი დააყადაღა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი