ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტერიტორია ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული. 

"შკოდას" მარკის ავტომობილს, რომლის ერთ-ერთი მინაც ჩამსხვრეულია, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები ათვალიერებენ. სავარაუდოდ, ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზეა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი