WHO "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს  

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს გებრეისუსმა თქვა, რომ 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 75 ქვეყნიდან. მან დასძინა, რომ ამ დროისთვის "მაიმუნის ყვავილის" ეპიდაფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

WHO-ის ინფორმაციით, ეპიდემია სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ეს საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს.

"ჯანმო-ს შეფასება არის, რომ მაიმუნის ყვავილის რისკი ზომიერია გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ რისკს ვაფასებთ, როგორც მაღალს. ეს არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება შეჩერდეს სწორი სტრატეგიებით სწორ ჯგუფებში“, - დასძინა მან.

დოქტორმა ტედროსმა თქვა, რომ დეკლარაცია ხელს შეუწყობს ვაქცინების შემუშავების დაჩქარებას და ვირუსის გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებების განხორციელებას. ჯანმო ასევე გამოსცემს რეკომენდაციებს, რომლებიც იმედოვნებს, რომ წაახალისებს ქვეყნებს, მიიღონ ზომები ვირუსის გადაცემის შესაჩერებლად და ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი