6 წლის ბავშვს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა სამსააათიანი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.
შემთხვევა კი თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი, რომელიც სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა, მე-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.
ბავშვის ოჯახი მედიასთან არ საუბრობს, მეზობლებს კი მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვთ.
გამოძიება მომხდარზე შსს-მ, 124-ე - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო