ორი დღე ეროვნულ გამოცდებამდე - აბიტურიენტები საინგილოდან, გამოცდებს ვერ ჩააბარებენ

გამოქვეყნდა:

აბიტურიენტები საინგილოდან ვერ გადმოდაინ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე 2 დღეა დარჩენილი, თუმცა ახალგაზრდები საქართველოში გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

აბიტურიენტები და მშობლები ამბობენ, რომ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, კომუნიკაცია ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც, თუმცა უწყების პასუხი მათთვის გაუგებარია.

"მთავარ არხთან" საუბარში საინგილოში მცხოვრები აბიტურიენტები ამბობენ, რომ ზალკალიანის უწყების დაპირება რომ აბიტურიენტები დროულად შემოვიდოდნენ ქვეყანაში მხოლოდ დაპირებად დარჩა.

გვქონდა ინფორმაცია, რომ სამში გადავიდოდით, კარანტინში ვიქნებოდით და იქიდან უკვე ტრანსპორტით უზრუნველყოფილი ვიქნებოდით, მაგრამ სამი რიცხვი რომ მოახლოვდა გვითხრეს, რომ აზერბაიჯანის საზღვარს ვერ გადავკევეთთ და შესაბამისად გამოცდებს ვერ ჩავაბარებთ - ამბობს ერთ ერთი აბიტურიენტი ხატია ტარტარაშვილი "მთავართან" საუბარში

განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ საზღვრის კვეთის შესაძლებლობა აბიტურიენტებს მეზობელ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არ მიეცათ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით აბიტურიენტები, რომლებიც საინგილოდან ვერ გადმოვლენ, უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. უწყების , ასეთი სულ 70 აბიტურიენტია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი