"მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი" - ქუთაისში მოსახლეობა მეტალურგიულ ქარხანასთან აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

"მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი" - ამ დევიზით ქუთაისში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა მეტალურგიულ ქარხანასთან აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, ქარხანა ღამით სპეციალური ფილტრების გარეშე მუშაობს და გარემოს აბინძურებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ გამოყოფილი გამონაბოლქვის გამო ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, ვერ აღებენ ფანჯრებს, იზრდება ჯანმრთელობის პრობლემები. 

"ყოველ დილას, საღამოს, შუადღეს, არ აქვს მნიშვნელობა, 24-საათიანი შავი ბოლი, კვამლი, გვწამლავს, ჩემი შვილი ახლა გავუშვი სახლიდან იმის გამო, რომ სპაზმით ბავშვი ძირს ვარდება, ვერ ვიგებთ რას სჭირს. ეს არის პირდაპირ კავშირში ქარხანასთან, გამონაბოლქვი არის ისეთი შავი, ადამიანები უკვე ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ როცა გამოვდივართ", - ამბობს ადგილობრივი.

აქციის მონაწილეები ქარხანაში შესაბამისი სტანდარტების ფილტრების მონტაჟს მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს ქარხნის წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი