ხმაური იყო დღეს საოკუპაციო ხაზთან. გორი მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილმა, სასმელი წყლის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში აქცია გამართა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს
ამ საუკუნეში ასეთი პრობლემა თუ იქნება სადმე არ ვიცი. გვეძლეოდა წყალი 2 საათით და ისიც შეგვიწყვიტეს უკვე ორი თვეა. ვეზიდებით კილომეტრებიდან. ვისაც მანქანა ჰყავს ის მანქანით ეზიდება, ვისაც არა გვყავს დღეში რამდენჯერმე ურმით, ან ფეხით მოგვაქვს შორი მანძილიდან. სასმელი წყალი არ არის, ეს არის უკიდურესი მდგომარეობა და იძულებულები გავხდით, რომ დღეს გამოვსულიყავით. გვპირდებიან იქნება, მაგრამ არა გვჯერა უკვე . ყოველთვე ვკრიფავთ ფულს -5 ლარს , მაგრამ წყალი მაინც არ არის. დღეგამოშვებით რომ იყო ისიც არ არის. ამბობს აქციის მონაწილე ლია ლიჩელი
აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა და მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით , დაწყებული ჭაბურღილის გასუფთავების სამუშაოები დს მეჯვრისხევის მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.