ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია მეუფე პეტრეს ურჩევს, პატრიარქთან მივიდეს და იმ სკანდალური განცხადებების გამო, რომელიც სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ გააკეთა, შენდობა სთხოვოს. ამის შემდეგ, როგორც კაცია ამბობს, არ არის გამორიცხული მეუფე პეტრეს ყველა სასჯელი მოუხსნან
"დღეს არის უძღები შვილის დღე. მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე" განუცხადა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.
მეუფე გრიგოლ კაციას მოწოდებას უკვე უპასუხა მეუფე პეტრემ. მან "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში კაციას განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და თქვა, რომ შენდობა პატრიარქმა უნდა ითხოვოს. მეუფე პეტრემ ილია მეორესთან დაკავშირებით, დღეს მორიგი მწვავე განცხადება გააკეთა:
"კარგი იქნება თუ პატრიარქი შეინანიებს როგორც უძღები შვილი, რომ ის სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და კანონზე მაღლა უყენია თავისი თავი. ბევრი რჯულიერი, კანონიერი დარღვევებია რაც უნდა შეინანოს პატრიარქმა როგორც უძღებმა შვილმა ღვთისა და ერის წინაშე. ასევე უძღები შვილის მსგავსად, თუ ქრისტე ღმერთის წინაშე პატრიარქი შეინანებს რაც უსამართლოდ და უკანონოდ სასულიერო პირები ჰყავს დასჯილი და უდანაშაულო დეკანოზი მისი პირადი გარმოცვიდან უზის ციხეში, როგორც პირადი პატიმარი და დღემდე აწამებს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მორალურად" განაცხადა მეუფე პეტრემ
იმ შემთხვევაში თუ მეუფე პეტრესა და პატრიარქის შეხვედრა შედგება, ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა გასული წელის 31 ოქტომბრის სკანდალური სინოდის სხდომის შემდეგ.