რუისში აქციაზე, მაგინებელი მერის გამოჩენას ხმაური მოჰყვა - მოსახლეობა ბოდიშის მოხდას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება შიდა ქართლში. სოფელ რუისის მოსახლობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით აქცია გამართა და ცენტრალური ავტობანი გადაკეტა. პოლიციამ გადაკეტილი მაგისტრალის გახსნა ნახევარი საათის მერე მოახერხა.

ადგილზე კი ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციაზე ქარელის მერი გამოჩნდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუისელებს დედა აგინა. ადგილობრივები ზაზა გულიაშვილს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ისინი გულიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერს არ აქვს უფლება ელაპარაკოს ხალხს, რომელსაც ის დედას აგინებს.

ზაზა გულიაშვილმა რამდენიმე კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე, მოსახლეობას დედა აგინა.

ზაზა გულიაშვილს ბოდიში არ მოუხდია. მან მხოლოდ წყლის პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის მიწოდების აღსადგენად ყველაფერი კეთდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი