მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას დღეს ციციშვილის სახელობის საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მედიკოსები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს მძიმე დაზიანებები აქვს სახეზე, კიდურებზე და კიდევ არაერთი ოპერაცია სჭირდება, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდგ იქნება შესაძლებელი, რაც ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდება
შემოსვლისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. არის კიდურების მრავლობით მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალა სარქვლის მრავლობითი მოტეხილობა. დღეს დილით ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპზე მდგომარეობა რჩება კრიტიკული, უკიდურესად მძიმე, არის მართვით სუნთქვაზე - ამბობს ექიმი.
შემთხვევა კი თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი, რომელიც სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა, მე-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.
ბავშვის ოჯახი მედიასთან არ საუბრობს, მეზობლებს კი მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვთ.
გამოძიება მომხდარზე შსს-მ, 124-ე - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო