ავტოსაგზაო შემთხვევა კოდა-თბილისის გზაზე. მარნეულიდან დედაქალაქის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათ შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.