შიდა ქართლში ყირიმ-კონგოთი 53 წლის კაცი დაავადდა | პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია 

გამოქვეყნდა:

ყირიმ-კონგოს მორიგი შემთხვევა შიდა ქართლში - ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ხაშურიდან 53 წლის კაცი გადაიყვანეს. 

როგორც ინფიცირებულის ოჯახის წევრები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 53 წლის კაცი მძიმე ინფექციით საკუთარი ცხოველისგან დაინფიცირდა. მას ახლო კონტაქტი ჰქონდა მსხვილფეხა პირუტყვთან, რომელსაც თავად უვლიდა.

როოგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ყირიმ-კონგოს გამოვლენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც წინა წელთა შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი