"ოცნების" კორუფციული სქემები | TI მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი 85 საქმის ჩამონათვალს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

კორუფცია ნებადართული ხდება. ფაქტები ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ფაქტობრივად თვალებს ხუჭავს ფაქტბზე, რომლებშიც კორუფციის დიდი რისკები ჩანს და მინიმუმ გამოძიებას მოითხოვენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ასეთი ფაქტების ვრცელ ჩამონათვალს აქვეყნებს და მათ შორის ბევრია მედიის მიერ გაშუქებული სკანდალურად ცნობილი ამბები. მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ნათსავებისთვის მოეგებული რთველის სუბისდირების პროგრამა. ან "ქართული ოცნების" შემწირველი კომპანიების უპირობო გამარჯვებები მილიონებიან ტენდერებში.

მთელი ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო აუდიტის გავლით საბოლოოდ საგამოძიებო უწყებებში იყრის თავს. მაგრამ რეაგირება ნულოვანია - ქართული ოცნება არ იწყებს საქმეების გამოძიებას და შემდეგ მსოფლიო რეიტინგებში კორუფციის დაბალი ინდექსით ტრაბახობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი