გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირი არაა და ის საქვაბე განყოფილებაში მუშაობდა.
რა ვითარებაში გარდაიცვლა კაცი, ჯერჯერობით უცნობია. აღმოჩენის შემდეგ ის კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს, თუმცა როგორც საავადმყოფოში გვეუბნებიან, ის უკვე გარდაცვლილი იყო და შესაბამისად სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია.
დამატებით დეტალებს ვარკვევთ.