
ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, მერიის თანამშრომლებს პირველ სართულზე მდებარე საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება აუკრძალა.
მიზეზი კი გახდა ის, რომ რამდენიმე დღის წინ, შენობაში მილი მწყობრიდან გამოვიდა. საჯარო მოხელეების ინფორმაციით, მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უნიტაზში საყოფაცხოვრებო ნარჩენი ჩაყარა, რის გამოც, ადგილზე პრობლემა შეიქმნა.
მდივნიშვილმა, ამის გამო, საპირფარეშო ჩაკეტა და თანამშრომლებს განუცხადა, რომ სანამ კონკრეტული ადამიანი მის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, მანამდე სველი წერტილით სარგებლობა თანამშრომლებს მეორე სართულზე მოუწევთ.
მდივნიშვილი მერის პოსტს უკვე მეორედ იკავებს. მან თავი საზოგადოებას არაერთი კომიკური მოქმედებით დაამახსოვრა. მათ შორის, ერთ-ერთია, როცა ის სამუშაოების შესრულებას არ დასწრებია. თუმცა, ამის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია საკუთარი ფოტოშოპით მიაწოდა.
ავტორი: ია გულიაშვილი