სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან - მარნეულში გადაღებული კადრები გამოძიების საფუძველი ხდება. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით ზეიმს აღნიშნავს და ეს ყველაფერი დასახლებულ ადგილას, დღისით ხდება.
პოლიციას მომხდარზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა რაც მომხდარზე "მთავარმა არხმა" კითხვები დასვა. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ მოკვლევა დაიწყეს და მოწმეები დაკითხვაზე დაიბარეს.