ხონის ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

გამოქვეყნდა:

ხონის ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ. 9 მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციონისტის თქმით, სავარაუდოდ, პაციენტების ინტოქსიკაცია სასმელი წყლის გამო მოხდა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საშუალება სიმძიმის იყო. დღეს მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, პაციენტებს დღის ბოლოს უკვე გაწერენ.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი