სამთო კურორტზე მომხდარი ტრაგედია პირველი არ არის. ორი კვირის წინ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას არასრულწლოვანი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევების რაოდენობის ზრდას სპეციალისტები უსაფრთხოების რეგულაციებს უკავშირებენ, რომელიც არ არის დაცული.
ისინი ამბობენ იმასაც, რომ ქვეყანაში ასევე არ არსებობს სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც უბედური შემთხვევების დროს სპეციალურ ოპერაციებს ჩაატარებს.
სამწუხაროდ, ჩვენთან სპეციალური სამაშველო ვერტმფრენები არ არსებობს. და ამაზე დიდი ხანია, მე პირადად მაქვს საუბარი ყველა მთავრობის ყველა სამაშველო სამსახურის უფროსებთან, რომ როგორმე შევიძინოთ ეს ვერტმფრენები. სასაზღვრო ვერტმფრენს მშვენიერი პილოტები ჰყავს, მაგრამ ისინი არიან თავის საქმეზე ორიენტირებულები და იმათ არ ეხებათ, სამთო-სამაშველო არის აბსოლუტურად სხვა საქმე. იქ კედელთან მიდიხარ, კლდესთან მიდიხარ ვერტმფრენით და სხვა გამოცდილებაა საჭირო. ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უნდა იყოს სამაშველო ვერტმფრენი, - ამბობს მამუკა ნიკოლაძე.