შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პარაპლანით მფრინავი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა, ხოლო პილოტი დაშავებულია და საავადმყოფოშია მოთავსებული.
"ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ქართველი ვინც იყოს ცოცხალია ის, ამოიყვანეს დაშავებული, ის გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს" - ამბობს მინისტრი.
გომელაურმა თქვა, რომ საჭიროა პარაპლანით ფრენა დარეგულირდეს:
"რაც შეეხება პარაპლანის ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად. თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება. ვერტმფრენის ჩართვა არის დაღუპვის ფატქებიც და უნდა ვიმუშაოთ ამაზე რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს... ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა საინტერესოა. მანამდე ჩემი აზრით უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და გაიცეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიონალები არიან",- თქვა გომელაურმა.
ცნობისთვის, შს მინისტრის ინფორმაციით, სასაზღვრო ვერტმფრენში მყოფი 8-ვე პირი დაიღუპა.