ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია | სია პრეზიდენტს წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

ოფიციალური ცნობებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.

რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი წარუდგინა.

ცნობის საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და შემდგომ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი