მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. დილით, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში მუშა ჭას წმენდდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ, მის დასახმარებლად სახლის მეპატრონე მივიდა და ისიც ჭაში ჩავარდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულებს ორივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.