უბედური შემთხვევა მდინარე ენგურზე, სავარაუდოდ, დაღუპულია ორი ადამიანი. რომლებიც გვიან ღამე ენგურის ხიდზე გადმოსვლას ცდილობდნენ.
"მთავარი არის" ინფორმაციით, იმის გამო რომ ენგურის ხიდი დაკეტილია, ქალები გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუხის ხიდთან, მდინარე ენგურის გადმოლახვას ცდილობდნენ.
ადგილობრივებს "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობენ, რომ ქალბატონები სიგარეტის გამოსატანად გალის რაიონში იმყოფებოდნენ და მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრები ოკუპირებულ სოფელშია დასვენებული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის ადგილობრივებთან ჯერჯერობით უწყების ოფიციალური ცნობა არ მოსულა.
სამეგრელოში ეს არ არის პირვლი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივები კონტრაბანდის გადმოსატანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან და იქიდნ, კონტრაბანდული სიგარეტი გამოაქვთ. იმის გამო, რომ მდინარე ენგურის ხიდი ჩაკეტილია ადგილობრივებს ამ გზის გავლა მდინარის გადალახვით უწევთ.