"კოჩანა, ირო კოჩანა..." | "ოცნების" დეპუტატმა ჩხოროწყუში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", ჯუმბერ იზორიამ ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა. 

გამონათქვამი ძეგლზე მეგრულ ენაზეა დატანილი: "კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა", რაც ნიშნავს: "კაცობა, მუდამ კაცობა, არ უნდა ამას დაფიქრება".

აღსანიშნავია, რომ სიტყვა "კოჩანა" ჯუმბერ იზორიას საკუთარი ავტომობილის სანომრე ნიშნებზეც აქვს დაწერილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი