უბედური შემთხვევა მარნეულში| შსს-მ გამოძიება დაიწყო - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მარნეულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ფაქტს 2 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში მუშა საკანალიზაციო ჭას ასუფთავებდა. მან თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება სახლის პატრტონს სთხოვა, რომელიც მის დასახმარებლად ჭაში ჩავიდა, თუმცა იქიდან ამოსვლა ვერც ერთმა ვეღარ შეძლო.

მათი დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ადგილზე მისულებს ისინი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი