ჟურნალისტების დევნა და ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მათი შევიწროება დღეს სამწუხაროდ ახალ მოცემულობად დამკვიდრდა. "ქართული ოცნება" ლამის თავად აწესებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების შევიწროების სტანდარტს.
ხანდახან ეს დევნა ლანძღვით შემოისაზღვრება ხოლმე, როგორც ეს კობახიძემ იკადრა ჩვენი არხის ჟურნალისტის მისამართით. ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობაშიც იზრდება ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაშიც მოძალადეებს მთავარი დამგეშავი სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალაა ხოლმე. მაგრამ ჟურნალისტების დევნის, თვალთავლისა და შევიწროების რთული მისია მაინც სამართალდამცავ უწყებებს ეკისრებათ.
ათეულობით ჩემი კოლეგის, მათ შორის ჩემი სატელეფონო საუბრებიც სუს-ის მხრიდან უკანონო მოსმენის საგანი გახდა, რაც უწყებიდან გაჟონილმა დოკუმენტებმაც დაადასტურა. Post Factum-ის ნიუს რუმში სავარაუდოდ თვეების განმავლობაში უკანონოდ ხორციელდებოდა მიყურადება.
თუმცა თენგო გოგოტიშვილის მიმართ დაწყებულმა ჭკუის სასწავლებელმა რეპრესიებმა, რომელიც სხვათა შორის ირაკლი კობახიძის მხრიდან მასზე სიტყვერ თავდასხმას მოჰყვა, ოდნავ განსხვავებული ელფერი მიიღო.