ვინ გაარემონტა მი-8 | შეიძლება თუ არა, გუდაურის ტრაგედია არასწორი სერვისის ან საინჟინრო შეცდომის ბრალი იყოს

გამოქვეყნდა:

გახსოვთ ალბათ 13 ივნისის ტრაგიკული ღამე. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რატომ გვჭირდება თანამედორვე სამაშველო ვეტრმფრენები. მაშინ ღამის ხედვით აღჭურვილი სუპერ პუმა რატომღაც არავინ გამოიყენა. შემდეგ ერთი სუპერ პუმა ართანას ტყეში ჩამოვადრა და დღემდე იჟანგება, მეორე სადაა - კაცმა არ იცის. აფრენილი ის არავის უნახავს.

მას შემდეგ გავიდა წლები და 60 წლის წინ დაპროექტებული მი8 ქართველი მაშველების მთავარ საფრენ აპარატად რჩება. მოდით ამ კონკრეტულ ხომალდზე ვისაუბროთ, რომელმაც კატასტროფა განიცადა. ოფიციალური დოკუმენტებით ვარკვევთ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ის 2-ჯერ შეუკეთებიათ. რაც შესყიდვის დოკუმენტაციაში წერია, ნადვილად შემაშფოთებელია. ვგულისხმობ როგორც ამ კონკრეტული ვერტმფრენის მდგომარეობას, ისე ზოგადად საფრენი აპარატების კატასტროფულ სიმწირეს, რომელიც ნებისმიერი კრიზისის დროს ქვეყანას სრულიად დაუცველს და უმწეოს ტოვებს.

საინტერესოა რომ ბოლო რემონტი სწორედ ვერტმფრენის კუდს შეეხებოდა, შეიცვალა ლოპოსტი და კუდა ხრახნი. შეიძლება თუ არა მომხდარი არასწორი სერვისის ან საინჟინრო შეცდომის ბრალი იყოს? ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა უნდა იყოს, რომელიც ავია-გამომძიებლებმა უნდა დასვან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი