8 გარდაცვლილი, უმძიმესი ტრაგედიისგან დადუმებული ქვეყანა და უამრავი კითხვა, რომელიც გუდაურთან მომხდარმა გააჩინა. არადა წლებია უკვე ვსაუბრობთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას, რომლის მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია, რომლის რელიეფიც მაღალმთიანი და მიუდგომელია, ჰაერივით სჭირდება გამართული სამაშველო სამსახური და გამართული, და თანამედროვე ვერტმფრენები. ამისი საჭიროება გამოჩნდა 13 ივნისის ტრაგედიის დროსაც, ამისი საჭიროება ჩანს ყოველთვის, როცა რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება.
არადა ჩვენ ვსაუბრობთ ვერტფრმენზე, რომელიც სასაზღვრო პოლიციის განკარგულებაში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე გამართულ ხომალდად ითვლებოდა. რომელსაც ყველაზე გამოცდილი პილოტები მართავდნენ. და როცა ამ ვერტმფრენს კუდი სძვრება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გასაგები ხდება სადაც ვართ.
არადა ამ მოძველებული საბჭოთა ტექნიკის შენახვა წლიურად ისედაც მილიონები ჯდება. შესაძლოა რაღაც სამუშაოებისთვის მი8 უფრო გამოსადეგი იყოს, მაგრამ ჩინოვნიკები ოფიციალურ დოკუმენტებში შემზარავ რეალობას ერთმანეთს ვერ უმალავენ - პირდაპირ რომ ყველა საფრენი აპარატის რესურსი დიდი ხანია გაწურულია.
ან როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებამ ერთი თანამედროვე სამაშველო ვერმტფრენი ვერ იყიდა 10 წლის განმავლობაში, როცა იმავე ხნის განმავლობაშიუ მაღალი კლასის მანქანებზე, პრემიებზე, ავეჯსა თუ სხვა სახის პირად კომპორტზე მილიარდებია დახარჯული.
სად მიდის ბიუჯეტში გადახდილი ჩვენი ფული, თუკი ყველაზე მძიმე მომენტებში ნახევარი საუკუნისწინანდელი ტექნიკისა და ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ.
თუმცა შეკითხვები სხვაც მრავლადაა... ვინ დაგეგმა ოპერაცია და რატომ ასე? რატომ აღმოჩნდნენ ბორტზე სასწრაფოს ექიმები და არა პარამედიკოსები? რთული და მიუდგომელი რელიეფის პირობებში დასაშვები იყო თუ არა ვეტრმფრენის და ამ კონრკეტული მოდელის გამოყენება? თუ ვიღაცის პიარ ინსტიქტებმა გადაწონა?
ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალური სიზუსტით, რამდენადაც ამისი შესძლებლობა დღევანელი გადასახედიდან არსებობს, აღგვედგინა - რა მოხდა იმ ტრაგიკულ დღეს.