საპროტესტო აქცა სოფელ ხაიშში - მოსახლეობას რამდენიმე თვეა წყალი არ მიეწოდება

გამოქვეყნდა:

უკვე რამდენიმე თვეა სოფელს სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს წასვლა ნაყიდი წყლით უწევთ. მათივე თქმით, უკიდურესად მძიმეა სოფელში არსებული კრიმინოგენული ვითარებაც. ხაიშელები ამბობენ, რომ ყოველდღიურად ხდება ქურდობის ფაქტები, იპარავენ საქონელს, თუმცა რეაგირება არ ხდება.

აქციაზე სოფლის რწმუნებული მივიდა, მაგრამ ტრადიციულად ის მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა.

მოსახლეობას შეხვდა ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და განაცხადა, რომ წყლის პრობლემა არამარტო თეთრწყაროში, არამედ მთელს საქართველოშია. 

მაქსიმალურად ვცდილობთ სარწყავი წყალი ადამიანებს მივაწოდოთ გრაფიკით და ვინაიდან წყლის სიმცირე არის, ეს გრაფიკი გაწერილი გვქონდა რომ 10 დღე ყოფილიყო წყალი და შემდეგ ათი დღე რაღაცნაირად გავჩერდებოდით და დავაგუბებდით რეზერვუარს, რადგან მოსახლეობას ასეთი მოთხოვნა აქვს, გავითვალისწინეთ და ორი დღით ადრე, ხვალვე ვუშვებთ წყალს, - ამბობს გიორგი ქორიძე

მოსახლეობა აცხადებს, რომ მერი მხოლოდ მაშინ ხვდება მოსახლეობას როცა ისინი აქციას მართავენ.

ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრობლები და თეთრიწყაროს მერი. აქციის მონაწილეები საკუთარ მოთხოვნას აყენებენ რაიონის მერთან, თუმცა როდის იქნება მოთხოვნები დაკმაყოფილებული ამ დრომდე უცნობია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი