"არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია" | რას ამბობენ საქართველოში ჩამოსული რუსები

გამოქვეყნდა:

მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ლტოლვილებს დახმარებაზე უარს ეუბნება, საქართველოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ღიაა. ამ დროისთვის ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის 13 პროცენტიდან 10 ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეა. 

რუსეთის მოქალაქეები აქ არეგისტრირებენ ბიზნესს, ყიდულობენ მიწებსა და საცხოვრებელ ფართებს - თუმცა კითხვაზე, იციან თუ არა, რომ მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია პასუხი არ აქვთ:

 "გუშინ ჩამოვედი საქართველოში, მომწონს თქვენი ქვეყანა, მზიანია და საინტერესო, ვაპირებ ყველაფერი დავათვალიეროთ, აფხაზეთზე და ოსეთზე მსმენია, მაგრამ არ მსურს ამაზე ლაპარაკი, ძალიან მეჩქარება", - თქვა რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ.

"ჩვენ თბილისის  ჩამოვედით დასათვალიერებლად, ბათუმში ვიყავით და იქიდან მოვდივართ. არ ვიცი თუ თქვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, შესაძლოა ასეც იყოს , მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია ამაზე,", - ამბობს რუსეთიდან, საქართველოში ჩამოსული მოქალაქე.

 "არ მაქვს ინფორმაცია რომ თქვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. მაგრამ საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ", - ამბობს რუსეთის მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი