ოკუპანტი სახელმწიფოდან მასობრივი მიგრაცია უკიდურესად სახიფათო ნიშნულამდეა გაზრდილი. ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ პიკს მიღწია, არავინ იცის უკონტოლო შემოდინების ფონზე რუსული სპეცსამსახურების რამდენი აგენტი იმყოფება ქვეყანაში და რა მიზნით რჩებიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს და უპრობლემოდ იღებენ მუდმივი ბინადრობის უფლებას.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ეს სახიფათო სიგნალია, მით უფრო, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი უწყება მხოლოდ ერთი პირის, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოლიგაქრის ინტერესებზეა მორგებული