ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

იმერეთში 105 მეტრი სიმაღლის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, კაშხლის აშენების შემთხვევაში, წყლით დაიტბორება 1000 ჰექტარი ტერიტორია, სადაც მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და წინაპრების საფლავებია. ტერიტორია სეისმურად სახიფათოა, რის გამოც ჰესის აშენებისა და შემდეგ ჯებირის დაზიანების შემთხვევაში 20-მდე მუნიციპალიტეტი დაიტბორება. 

სოფელ ნამახვანში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი და ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამ მშენებლობის განხორციელების უფლებას არ მისცემენ. 

ჰესის აშენების შემთხვევაში, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, კლდედაღმართი, იგივე რიონის ხეობის ლეჩხუბი, ფაქტობრივად, განადგურდება. მკვლევარებმა დაუსვეს ეს საკითხი კომპანიის წარმომადგენლებს და ხელისუფლებას, რომ 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს 19 წუთში ქუთაისს და ეს არ არის ვინმეს რაღაც ზედაპირული განცხადება, ეს არის კვლევაზე დაფუძნებული, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ნამახვანელების თქმით, მათი სახლები ისედაც ინგრევა და ჰესის მშენებლობა აქ დაუშვებელია. ისინი ამბობენ, რომ ტურიზის განვითარების ბუნებრივი საშუალებები აქვთ და ეს პოტენციალი მშენებლობებს ეწირება. 

საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები უერთდებიან და ამბობენ, რომ აქ ჰესის აშენება ამ უნიკალური ადგილის ეკოლოგიის დარღვევის წინაპირობა და ქუთაისისთვი პირდაპირი საშიშროების შექმნაა.  

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, თუ ჰესის მშენებლობა არ შეწყდება, ისინი აქციებს პერმანენტულ ხასიათს მისცემენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი