რეორგანიზაცია ქუთაისის ბაგა-ბაღებში | 1 780 ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შეტყობინება, რომელიც ასობით თანამშრომელს დაურიგდა, წერია, რომ დაგეგმილია ორგანიზაციული ცვლილებები და შესაძლოა სამუშაო ძალების შემცირების მიზნით მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდეს.

ასევე, "მთავარის" ინფორმაციით, ბაგა-ბაღების დირექტორებს დავალება მიეცათ, რომ მათ თანამშრომლებს შეტყობინებებზე ხელი დროულად მოაწერინონ, რის გამოც მთასა და ზღვაზე შვებულებებში მყოფი პერსონალი სამსახურებში სასწრაფო წესით გამოიძახეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი