პირი, რომელიც ვარკეთილში მეეზოვეს ავტომობილით დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ამბობენ, შემთხვევა დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა. 

ირკვევა, რომ პირი, რომელიც 72 წლის მეეზოვე ქალს ავტომობილით დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა მათ ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა ავტომობილის მძღოლი. 

"მთავარის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი