ქუთაისში, 58 წლის რუსუდან არველაძემ პირველი შვილი გააჩინა. ინფორმაციას ხონელიძის კლინიკა ავრცელებს.
“შეუძლებელი არაფერია, სასწაულები გრძელდება. ქუთაისში შპს „ხონელიძის კლინიკაში“ 58 წლის ასაკში ქალბატონმა რუსუდან არველაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება. დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი გაბრიელ არველაძე,”- წერენ კლინის გვერდზე.