"აქ სანქციების გამო ვართ" | რუსები საქართველოში კომპანიებს მასობრივად აარსებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში მასობრივად ჩამოსული რუსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათთვის რუსეთში არასახარბიელო ბიზნეს-გარემო შეიქმნა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა.

დააარსეს ბიზნესები, შეიძინეს მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება რათა შეძლონ და გააგრძელონ ცხოვრება ისე, როგორც რუსეთში ცხოვრობდნენ. 

რუსები ამბობენ, რომ სანქცირებული რუბლის განაღდებას საქართველოში სპეციალური აპლიკაციით ახერხებენ, საიდანაც რუბლს დოლარში აკონვერტებენ, რის შემდეგაც დოლარს უკვე ლარში ცვლიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი