"ქლიავი და მსხალი მინდოდა, ვერ შევძელი ყიდვა და თითო-თითო ვიყიდე" | ბოლო 1 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

"ქლიავი და მსხალი მინდოდა, ვერ შევძელი ყიდვა და თითო-თითო ვიყიდე" - ქვეყანა სულ უფრო ღარიბდება. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. 

ბოლო ერთ წელიწადში თითქმის 70 ათასით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულადი დახმარება სჭირდება. 

"არიან ხალხი დღესდღეობით, რომ ნაგავში ეძებენ საჭმელებს, არიან. ეხლა ჩვენი პენსია არაფერი არ არის. 20 ლარი რომ მომიმატეს ეხლა პენსიაზე, მე ის 20 ლარი რა... სამაგიეროდ ბაზარს შეხედონ, როგორია ბაზარი. გლეხ ხალხს შეხედონ, რა დღეში არიან. ეს არაფერი არ არის" - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი