ე.წ. უკანონო მოსმენების საქმეზე პროკურატურაში ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვლი დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ე.წ. უკანონო მოსმენების საქმეზე საქართველოს პროკურატურაში ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო ჟიჟილაშვლი დაიბარეს. პროკურატურა, სავარაუდოდ, მასაც დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებს. სუსიდან გამპოჟონილ ფაილებში მისი გვარი და საუბრებიც ფიგრუირიებს. 

თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლების მოსმენა ქვეყანაში ახალი არ არის და ეს არის სისტემა, რომელზეც დღევანდელი ხელისუფლება დგას.

"პოლიტიკური ნება იყო მოსმენაც და ისიც, რომე საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული. ეს არის ძალიან მასშტაბური საქმე, ეს არის სკანდალური საქმე, ეს არის სახე ქართული ოცნების პოლიტიკური სისტემის და პირადად მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილების, მართვის მეთოდების რაზეც დგას საერთოდ ეს სისტემა.

ჟურნალისტების მოსმენა ახალი ამ ქვეყანაში არ არის, ჩვენ გვქონდა განცდა, რომ რაღაც საუბრები ტელეფონით არ უნდა გვქონოდა, მაგრამ ასეთ ყოველდღიურ რუტინაში თუ მუშაობდა სუს-ი, მე უბრალოდ ვერც კი შემეძლო ამის გააზრება", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ცნობისთვის, საქმეზე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ეკა ბესელიას მიანიჭეს.  დაზარალებულის სატუტსს ითხოვენ პარტია "ლელოს" წევრებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი