დასვენება და განტვირთვა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე - პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ თბილისში დადგენილ ნორმებს არ იცავენ. ბევრია ისეთი ადგილები, სადაც მოქალაქეები ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად იკრიბებიან. თუმცა ვითარება არ კონტროლდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც მოქალაქეებმა სანაპიროზე ყოფნისას უნდა დაიცვან. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციაა, ასევეაუცილებელია, შეზლონგებს დეზინფექცია ჩაუტარდეს. ამ რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, "მთავარი არხი" დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა თბილისის ზღვაზე, თუმცა სანაპიროზე არსებული ვითარება არ პასუხობს აღნიშნულ რეკომენდაციებს.
მოქალაქეების თქმით, ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია და არც შეზლონგებზე დეზინფექციის ჩატარება შეუმჩნევიათ.
ამ დრომდე, ღია და დახურულ აუზებს არ აქვთ ფუნქციონირების უფლება, ამიტომ მოქალაქეები სასტუმროებში არსებულ აუზებზე დადიან. ერთ-ერთი ასეთი სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი ყველა რეკომენდაციას იცავენ.