"ოცნების" ხელისუფლების ყურადღების მიღმა და ქართველი ხალხის იმედად დარჩენილი უკრაინელი დევნილები. დროებითი საცხოვრებლებიდან გამოსახლებული ლტოლვილები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდენ.
სამშობლოდან რუსულ აგრესიას გამოქცეულები ისევ ქუჩაში არიან. სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ, დევნილი უკრაინელები დროებითი შემწეობის მისაღებად რეგისტრირდებიან. როგორც ირკვევა, პასუხის ლოდინს 20 დღე სჭირდება, თუმცა, სად უნდა იცხოვრონ ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ამაზე არავის უფიქრია.