სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნას 1 დღეში 15 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი | პეტიცია დასრულდა 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოსახლეობა მასობრივი რუსული მიგრაციის წინააღმდეგ - პეტიცია, რომელიც რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას გულისხმობს, დასრულდა. 

განცხადება გუშინ, 3 აგვისტოს Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა და დაახლოებით 24 საათში 15 365-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციას სულ 10 000 ხმა სჭირდებოდა. 

პეტიციის ადრესატები არიან:

  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

მოთხოვნის შინაარსი კი ასეთია:

დაწესდეს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი