29 წლის კაცის გატაცება და ჯგუფური თავდასხმა ოკუპირებულ ცხინვალში | დამნაშავეები ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნებით მოძრაობდნენ 

გამოქვეყნდა:

გატაცება და ჯგუფური თავდასხმა ოკუპირებულ ცხინვალში - ქალაქის ცენტრში 29 წლის კაცი ნიღბიანებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს და სასტიკად სცემეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტები ავრცელებენ.

მათი თქმით, დამნაშავეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნებით მოძრავი მანქანით გადაადგილდებოდნენ.

"დღეს ცხინვალში ჩვენი რესპუბლიკის 29 წლის მოქალაქე, ორი შვილის მამა აზამატ ჯიგკაევი უცნობმა პირებმა ნიღბიანმა სცემეს. თვითმხილველების თქმით, თავდასხმაში 10-დან 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აზამატმა მონაწილეობა მიიღო ინალ ჯაბიევის ოჯახის საპროტესტო აქციაში, რომელიც ორგანიზებული იყო 2020 წლის ზამთარში ცხინვალის თეატრალურ მოედანზე, არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სამოქალაქო პლატფორმის" წევრი. დღეს დილით, 4 აგვისტოს, როდესაც აზამატი ოჯახთან ერთად საავადმყოფოში მივიდა, უცნობი პირები, ნიღბიანები, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნით მოძრავი მანქანით მიუახლოვდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ და ცემეს, რის შემდეგაც მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აზამატის ოჯახმა ის ნაცემი სპეცრაზმის ტერიტორიაზე იპოვა. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ძაბიევისა და სარმატ კუმარიტოვის შემთხვევაში, მოვითხოვთ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. დამნაშავე ციხეში უნდა იყოს",- წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და ვიდეო მასალას აქვეყნებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი